logo
ENG



"ყ*ე თქვენ და არა მარიუპოლი" - ქალაქის მერის მრჩეველი დანებებაზე რუსეთის მოთხოვნას პასუხობს

21 მარ 202203:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/21/czanc89e03o9lwq.jpeg

მარიუპოლის მერის მრჩეველი პიტერ ანდრიუშჩენკო დანებებაზე რუსეთის ულტიმატუმს და დილის 5 საათამდე ვადას პასუხობს:

"ამბობენ, რომ რუსეთი სთავაზობს მარიუპოლის მერიას, მათ მხარეზე გადავიდნენ, პასუხისთვის დრო კი დილამდე მისცეს. და რატომ უნდა ველოდოთ ამდენ ხანს, თუ პასუხი წინასწარ მზადაა - ყ*ე თქვენ და არა მარიუპოლი", - დაწერა მერის მრჩეველმა.

რუსეთი მარიუპოლს კაპიტულაციას სთხოვს და ვადას უკრაინის დროით დილის 5 საათამდე აძლევს. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მარიუპოლში "საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფა" განვითარდა და ქალაქს "მაცხოვრებლების გადარჩენას" სთავაზობს, ამისთვის კი დერეფანი დილის 10 საათიდან გაიხსნება, უკრაინის დადებითი პასუხის შემთხვევაში. 


close დახურვა